„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლის ჩირაგანის სასახლეში შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. კიევის 14-კაციან შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა. რუსეთის დელეგაციას კი პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი.
ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მოსკოვმა უკრაინისგან ომის შეწყვეტის მემორანდუმის პროექტი მიიღო. პირობებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება და უსაფრთხოების გარანტიები.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, მოლოდინი არსებობს, რომ მოლაპარაკებები იქნება პროდუქტიული და კონკრეტული პროგრესი უმოკლეს დროში მიღწეულ იქნება.
"ჩვენი დღევანდელ შეხვედრაზე მიზანია გავაგრძელოთ ორ ქვეყანას შორის ზავის პირობებისა და პერსპექტივების შეფასება. ამავე დროს, ჩვენ გვსურს, ჰუმანიტარული მოსაზრებებით ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში. ვგეგმავთ განვიხილოთ ლიდერთა შეხვედრისთვის საჭირო მომზადება. მიგვაჩნია, რომ რეგულარული შეხვედრები მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ღირებულია. ჩვენი ძირითადი მოლოდინი ისაა, რომ მოლაპარაკებები იქნება პროდუქტიული, კონკრეტული პროგრესი მიღწეულ იქნება უმოკლეს დროში და სასურველი შედეგი დადგება. გვჯერა, რომ ამერიკის სურვილი და ამ მოლაპარაკებების მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მთავარია, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა," - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.