1692302192
სტამბოლის სანაპიროსთან ორი მიწისძვრა მოხდა

მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 08:07 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ბიძგების ეპიცენტრი 12,4 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა.
უწყების ცნობით, მეორე მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:22 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი 9,62 კილომეტრის სიღრმეზე იყო.