სირიის სუვეიდის რეგიონში შეიარაღებულ კონფლიქტს 1 120-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ნკ

 სირიის სუვეიდის რეგიონში შეიარაღებულ კონფლიქტს 1 120-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ" გაავრცელა. ყველაზე მეტი დაღუპულთა დრუზებს შორისაა.

კონფლიქტი სირიაში ერთი კვირის წინ გამწვავდა - ადგილობრივ ბედუინებს და დრუზ მებრძოლებს შორის შეტაკებები დაიწყო. სირიის მთავრობამ, სიტუაციის დეესკალაციისთვის, კონფლიქტის ზონაში ჯარი გადაისროლა, თუმცა "როიტერი" წერს, რომ სამთავრობო ძალები დრუზებზე ძალადობდნენ.

საპასუხოდ, ისრაელმა სუვეიდასა და დამასკოში განლაგებული სირიის სამთავრობო ძალები დაბომბა. სირიის პრეზიდენტმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.