1750439866
საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელსა და ირანს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ისრაელსა და ირანს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირებისას მოსახლეობა, კრიტიკული და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა დაზიანდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარეებს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდა.
„ვერაფერი გაამართლებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას. ჩვენ აუცილებლად უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი მოლაპარაკებებს, რომლებიც მოიცავს ბირთვულ და სარაკეტო პროგრამების საკითხებს, ასევე ირანის საქმიანობისა და შესაძლებლობების შეზღუდვისკენ სვლას და ყველა იმ ტერორისტული ჯგუფის დაფინანსების შეწყვეტას, რომელიც რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს“, - თქვა მაკრონმა.