რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
საბერძნეთში მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ხანძარი ქალაქ პატრასთან ახლოს გაჩნდა, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო კი მისი გავრცელება სწრაფად მოხდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 5000 მეხანძრე და 33 თვითმფრინავია ჩართული.
ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები, ფერმები და ქარხნები. ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე და ტურისტი. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
როგორც მედია წერს, ათეულობით ადამიანი ძლიერი კვამლის შედეგად დაშავდა. დამწვრობის გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი 13 მეხანძრე.
როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი ბოლო დღეების განმავლობაში ტყის ხანძარს ებრძვის. ტემპერატურა კი 40 გრადუსზე მეტს აღწევს.