სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
რუსეთს უკრაინისგან ჯერ არ მიუღია თანხმობა 2 ივნისს სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ შევთავაზეთ, ორშაბათს, 2 ივნისს შევიკრიბოთ სტამბოლში მეორე რაუნდზე. ჯერჯერობით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ კრემლი არ აპირებს პროექტების შინაარსის საჯარო განხილვას. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დახურულ და არა საჯარო რეჟიმში უნდა წარიმართოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 28 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა.