რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ

ლატვია

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ. კანონს სეიმმა მხარი დაუჭირა. ცვლილება ვრცელდება როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირებზე.

რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებს, ვინც წარსულში უძრავი ქონება შეიძინა ან ის მემკვიდრეობით მიიღო, კანონი არ შეეხება.