შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში „მთავარი სამხედრო მღვდელი“ წარადგინა.
რუსეთის პატრიარქმა „მთავარ სამხედრო მღვდლად“ სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი დმიტრი ვასილენკო დანიშნა.
„ის პასუხისმგებელი იქნება რუსი სამხედროებისა და უშიშროების ძალების თანამშრომლების სულიერ ხელმძღვანელობაზე, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო ზონაში იმყოფებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე კი, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქადაგებისას ყველა მორწმუნეს „სულიერი მობილიზაციისკენ“ მოუწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთისა და უკრაინის შერიგებას.