ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
კიევზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს ვატიკანის საელჩო დაზიანდა.
„შემაშფოთებელია ის, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მიზანში იღებენ სამოქალაქო კვარტლებს. ეს მეც საკუთარი თვალით ვნახე. ჩვენმა შენობებმაც გარკვეული დაზიანებები მიიღო: მთავარ შენობაში სახურავი დაზიანდა, ასევე დაზიანდა დამხმარე შენობა. ჩვენ დაახლოებით ათი საკმაოდ დიდი ნატეხი შევაგროვეთ, და ვფიქრობ, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი იყო, რადგან ისინი უპილოტო საფრენი აპარატის ნატეხებს ჰგავს და არა რაკეტისას“, – აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ვისვალდას კულბოკასმა, ვატიკანის ელჩმა.
არქიეპისკოპოსის განცხადებით, თანამშრომლები არ დაშავებულან.
ცნობისთვის, გასული კვირის განმავლობაში კიევზე შეტევის დროს პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება დაზიანდა.