„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებული ჯორჯ სიმიონი აცხადებს, რომ ევროკავშირი შეეცდება მეორე ტურისთვის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს.
სიმიონი მიიჩნევს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია რუმინეთში მემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლას ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ რუმინეთში გლობალისტებმა გამანადგურებელი მარცხი განიცადეს და რევანშისთვის ემზადებიან.
„ჩვენ სრულად გავანადგურეთ რუმინეთში გლობალისტები. მე ხმების 40%-ზე მეტ მივიღე, მაშინ, როცა ჩემმა მხოლოდ 20% დააგროვა. ის ბუქარესტის მერია. რუმინელებს უყვართ ამერიკელები, თავისუფლება და პრეზიდენტი ტრამპი. მე და პოლონეთის ოპოზიციის ლიდერი ნავროცკი ტრამპის ახალი პოლიტიკის მომხრეები ვართ. ჩვენ უკვე მოვიპოვეთ გამარჯვება, ვფიქრობ, პოლონეთშიც იგივე მოხდება, და ნავროცკი დაწინაურდება“, - თქვა მან.