რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 აგვისტოს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები ტელეფონით განიხილეს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და მისი რუსი კოლეგის დიალოგის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ შეხვედრის წარმატებით ჩატარების სურვილი ორივე მხარემ დაადასტურა.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მომავალი შეხვედრისთვის მომზადების საკითხები განიხილეს. ორივე მხარე ადასტურებს წარმატებული ღონისძიების მიმართ ერთგულებას. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაურეკა დონალდ ტრამპს ამ შეთანხმების მისაღწევად“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე.