Reuters: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაფიქსირდა ფასის ყველაზე დიდი ზრდა უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში. ნედლ ნავთობზე ფასის დრამატული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მომარაგების ჯაჭვის მოსალოდნელი გაწყვეტა სახელდება.

ასე მაგალითად, Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ერთი ბარელის ფასი 6,29 დოლარით გაიზარდა და 75,65 დოლარი შეადგინა. West Texax Intemediate-ის მარკის ნავთობის ფასმა 74,47 დოლარი შეადგინა, რაც 6,43 დოლარით მეტია.

ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.