„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს სანქციებისგან გამონაკლისის მოქმედების ვადა რუსულ საზღვაო ნავთობზე, რომელსაც ვადა გასულ შაბათს ამოეწურა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც რამდენიმე ქვეყანამ რუსული ნავთობის შესასყიდად დამატებითი დრო ითხოვა - ამის შესახებ ორშაბათს გეგმაში ჩახედულმა ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა.
წყაროს ცნობით, სანქციების დროებითი გაუქმების რეჟიმი კიდევ 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს გამონაკლისი თავდაპირველად ნავთობის მიწოდების დეფიციტისა და მაღალი ფასების შესამსუბუქებლად დააწესა.
ბაზარზე კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. მიუხედავად ვაშინგტონის ამ ნაბიჯისა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აშშ-ში ბენზინის მაღალი ფასების დასტაბილურებაზე ჯერჯერობით მცირე გავლენა იქონია