რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ირანში?

ირანი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ტერიტორიაზე იერიშები გრძელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელის თავდაცვის ძალების შემდეგი ნაბიჯი „თეირანის თავზე თავისუფლად მოქმედებაა“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმების სამიზნე იქნება ირანის ბირთვული ობიექტები, სამხედრო ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები და ბირთვული მეცნიერები.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა 13 ივნისის ღამის საათებიდან ამ დრომდე ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუ, თითქმის 70 დაშავდა.