ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ უბანზე მასიური იერიში მოხდა, არიან დაშავებულები - რა ვითარებაა უკრაინაში

დნი

უკრაინაში, ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ უბანზე მასიური იერიში მოხდა. დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის, არის 10 წლის ბავშვიც. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსებმა დნიპროზე თავდასხმა კვირას საღამოდან დაიწყეს. თავდაპირველად, ქალაქზე იერიში დრონებით იყო, მოგვიანებით კი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენეს.