პუტინმა ტრამპთან შეხვედრის ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი დაასახელა

პუტინი და ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ყველაზე სავარაუდო ადგილი არაბთა გაერთიანებული საამიროებია - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან კრემლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ადგილი ტრამპთან შესახვედრად "შესაფერისი ადგილი" იქნებოდა.