1750017082
პუტინი მზად არის ამისთვის, დიდხნიანი საუბარი გვქონდა - ტრამპი პუტინთან საუბრის დეტალებზე

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის შუამავლის როლისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი „მზად არის ამისთვის“.
„ის მზად არის ამისთვის, ამასთან დაკავშირებით მან დამირეკა. ჩვენ დიდხნიანი საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა აშშ-ის შესაძლო ჩარევა ისრაელ-ირანის კონფლიქტში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პირობებში და რა ფორმატში შეიძლება მოხდეს ეს. „აშშ ამჟამად არ არის ჩართული, თუმცა შესაძლებელია, ჩაერთოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.