„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ პარიზში 300-მდე ადამიანი დააკავეს

პსჟ

პარიზში, ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ არეულობა დაიწყო, დაკავებულია 300-მდე ადამიანი. საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციის 5 400 თანამშრომელი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ადამიანები ელისეს მინდვრებზე მაღაზიებში შევარდნას ცდილობდნენ და რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. მათ დასაშლელად პოლიციელებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარზე კომენტარი სოციალურ ქსელებში გააკეთა.

„პსჟ“-ს ნამდვილი გულშემატკივრები მათი გუნდის საოცარი მატჩით ტკბებიან, ამ დროს კი ბარბაროსები პარიზის ქუჩებში გავიდნენ დანაშაულის ჩადენისა და პოლიციის პროვოცირების მიზნით“, - დაწერა ბრუნო რეტაიომ. ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა გუნდმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა, კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო.