ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
პოლონეთში პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურში ირჩევენ. ქვეყნის ლიდერის პოსტისთვის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ვარშავის ლიბერალი მერა რაფალ ტშასკოვსი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, ნაციონალური მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი კაროლ ნავროცკი იბრძვიან.
როგორც Reuters-ი წერს, ორივე კანდიდატი თანხმდება თავდაცვითი ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. თუმცა, მაშინ როცა ტშასკოვსი მიიჩნევს, რომ პოლონეთის უსაფრთხოებისთვის ნატოს წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნავროცკი ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირებაზე უარს იტყვის, რადგან ამან შესაძლოა ალიანსი რუსეთთან ომში ჩაითრიოს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, რასაც ეგზიტპოლების გამოქვეყნება მოჰყვება. პოლონეთის საარჩევნო კომისიაში კი იმედს გამოთქვამენ, რომ საბოლოო შედეგებს ორშაბათს დილით, ან დღისით გამოაქვეყნებენ.