რა მოსდის პროდუქტებს, როცა მაცივარში ცელოფნის პარკით ინახავთ - სპეციალისტის გაფრთხილება
1775156925
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაამწვავა ნატო-ს მიმართ მუქარა მისი მოკავშირეების მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებაში ჩართვაზე უარის თქმის გამო და განაცხადა, რომ შტატები ალიანსს დატოვებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პოლიტიკო“ ექსპერტებს, იურისტებსა და ნატო-ს ოფიციალურ პირებს ესაუბრა, რომლებმაც აღწერეს ტრამპის შესაძლო ვარიანტები, შეაფასეს მათი მიზანშეწონილობა და ნატო-სთვის პოტენციური ზიანი.
გამოცემა ასახელებს ხუთ გზას, რომლითაც ტრამპს ნატო-ს განადგურება შეუძლია.
„1. რიტორიკის გაძლიერება. ამ სცენარის მიხედვით, დონალდ ტრამპი ალიანსის წევრების მიმართ კრიტიკასა და მუქარას გააძლიერებს. გამოცემა წერს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ალიანსს ეჭვქვეშ აყენებს, ეს სერიოზულად ძირს უთხრის ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის სანდოობას.
2. იმოქმედოს როგორც დაბრკოლებამ. ტრამპმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ ნატო-ს მოკავშირეებისთვის ცხოვრება გაართულოს რადიკალური ზომების გარეშე. ვაშინგტონს ასევე შეუძლია, უარი თქვას ნატო-ს საერთო ბიუჯეტში შენატანის განხორციელებაზე.
3. ამერიკული ჯარების გაყვანა. ვაშინგტონმა შესაძლოა, ასევე გადაწყვიტოს თავისი ჯარების ევროპიდან გაყვანა. ამჟამად კონტინენტზე 67 500-დან 85 000-მდე ამერიკელი სამხედროა განლაგებული, რომლებიც, სულ მცირე, 31 მუდმივ ბაზასა და 19 სამხედრო ობიექტზე იმყოფებიან. „ტრამპი ჯარების მაქსიმალურ რაოდენობას, დაახლოებით 9 000-ს თუ გაიყვანს, ეს ალიანსისთვის „გონივრულ“ რისკს შექმნის, მაგრამ არა კატასტროფულს“, – განაცხადა თავდაცვის ექსპერტმა და ნატო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ედ არნოლდმა.
4. რბილი გასვლა. ტრამპს ასევე შეუძლია, ალიანსი ფორმალური გასვლის გარეშე დააჩოქოს. აშშ-ს შეუძლია, გამოვიდეს ნატო-ს ოთხწლიანი სამხედრო დაგეგმვის ციკლიდან, რომელიც განსაზღვრავს, რა აღჭურვილობა და რა რაოდენობის ჯარი უნდა გამოყოს თითოეულმა წევრმა თავდასხმის შემთხვევაში. ასევე, აშშ-ს შეუძლია ნატო-ს შეხვედრების ბოიკოტი ან დელეგაციის გაწვევა. ეს ალიანსისთვის „ძალიან დამანგრეველი“ იქნება.
5. რთული გასვლა. ნატო-დან ოფიციალური გასვლა სავსეა სერიოზული იურიდიული დაბრკოლებებით: სენატის ორი მესამედის მხარდაჭერა აუცილებელია ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-13 მუხლის ამოქმედებისთვის, რაც ერთ წელს გრძელდება. თუმცა, „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ასევე შეუძლია, ცალმხრივად გამოვიდეს ხელშეკრულებებიდან, როგორც ეს დონალდ ტრამპმა 2020 წელს გააკეთა, როდესაც გადაწყვიტა „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც თვითმფრინავების ორმხრივ მეთვალყურეობას ითვალისწინებს.