Politico-ს ცნობით, კიევი და ვაშინგტონი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს უწევენ ორგანიზებას

ტრამპი ზელენსკი

გამოცემა Politico-ს ცნობით, კიევი და ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს უწევენ ორგანიზებას.

შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერების კომუნიკაცია, სავარაუდოდ, 4 ივლისს შედგება.

ამერიკული მედიის ცნობით, მთავარი თემა ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაა.

ზელენსკი კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს ტრამპი, რომ კიევს თავდაცვითი შეიარაღება კვლავ მიაწოდოს.