1779191900
პეტერ მადიარი ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.
პოლონეთი არის პირველი ქვეყანა, სადაც უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში მადიარი პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ჩავა, კერძოდ, კრაკოვში, ვარშავასა და გდანსკში. მადიარი ხვალ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.
როგორც უნგრეთის პრემიერი აცხადებს, ვიზიტის მიზანი უნგრეთისა და პოლონეთის ურთიერთობების გადატვირთვაა. მოლაპარაკებები შეეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.
მადიარის თქმით, მომავალში ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის შექმნა სურს. მადიართან ერთად, პოლონეთში ვიზიტით გაემგზავრნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი იშტვან კაპიტანი, ტრანსპორტისა და ინვესტიციების მინისტრი დავიდ ვიტეჟი და თავდაცვის მინისტრი რომულუშ რუსინ-სენდი.











