1748980445
პატრიოტების კიდევ ერთი გამარჯვება, ვულოცავ კაროლ ნავროცკის, პოლონეთი და უნგრეთი კარგი მეგობრები არიან - პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს, პოლონეთი და უნგრეთი კარგი მეგობრები არიან.
„პატრიოტების კიდევ ერთი გამარჯვება! ვულოცავ კაროლ ნავროცკის! პოლონეთი და უნგრეთი კარგი მეგობრები არიან“, – წერს სიიარტო.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა.