პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსის ცხრა მგზავრი გაიტაცეს და მოკლეს

ცხრა მგზავრი გაიტაცეს და მოკლეს

პაკისტანში, ბალოჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსის ცხრა მგზავრი გაიტაცეს, მოგვიანებით კი მათი ცხედრები მთებში აღმოაჩინეს.

ყველა დაღუპული პენჯაბის პროვინციის მკვიდრია და ეთნიკურ ნიადაგზეა მოკლული.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ მომხდარი დაგმო და პასუხისმგებლობა „ბალოჯისტანის გამათავისუფლებელ არმიას“ დააკისრა, რომელსაც, პრეზიდენტის თქმით, პაკისტანში ქაოსისა და არასტაბილურობის გავრცელება სურს.