„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
ომი გრძელდება უკრაინაში - რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა.
თავის მხრივ იერიში იყო რუსეთზეც. მოსკოვის მერის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქის თავზე შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათმა საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქთან 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო - ქვეყნის ექვს რეგიონში კი, ჯამში, 60-მდე უკრაინული დრონია განადგურებული.