რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ომანის ზღვაში ირანის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა და გაანეიტრალა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი ირანის პორტისკენ მიემართებოდა და აშშ-ის ბლოკადას არღვევდა.
განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ გემი საჰაერო დარტყმით გაანეიტრალეს.
„გემი აღარ მიემართება ირანისკენ. ირანის პორტებში შესვლის ან გამოსვლის მცდელობის საწინააღმდეგო ბლოკადა ძალაში რჩება“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.