„მოემზადეთ, წარმატების დროა!“ - ასტროლოგი კვირის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1748976050
უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე მასირებულ იერიშს, ნორვეგია გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე მიიჩნევს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების უფლება ჰქონდა.
„უკრაინას სრული უფლება აქვს რუსეთში სამხედრო ობიექტებს დაარტყას. რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, უკრაინა საერთაშორისო კანონმდებლობას იცავს“, - განაცხადა მინისტრმა.
დრონებით თავდასხმა რუსეთის სამხედრო აეროპორტებზე გუშინ განხორციელა. უკრაინული მხარე 40 განადგურებული ბომბდამშენზე საუბრობს.