„მსურველთა კოალიციის“ წევრები მოუწოდებენ რუსეთს, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები შეწყვიტოს და აიღოს ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის ვალდებულება

მაკრონი

 „მსურველთა კოალიციის“ წევრები მოუწოდებენრუსეთს, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები შეწყვიტოს და აიღოს ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის ვალდებულება. ისინი ადასტურებენ, რომ 2025 წელს უკრაინას 40 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ.

ლიდერები ასევე დადებითად აფასებენ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც, მათი თქმით, მიმართულია ომის შეჩერებისკენ. ისინი ასევე თანხმდებიან, გაააქტიურონ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის წინააღმდეგ ქმედებები და შეიმუშაონ დამატებითი შემზღუდავი ზომები რუსეთის ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ.