მოსკოვისკენ მიმავალი ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა

ალექსანდრ ვუჩიჩი

მოსკოვისკენ მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში იძულებითი დაშვების მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში თავდაცვის სისტემების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გახდა.

შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ, მოგვიანებით ვუჩიჩის თვითმფრინავს მოსკოვში გაფრენის უფლება მისცეს.

ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის დედაქალაქში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს, წითელ მოედანზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში.