მოლდოვის ვიცე-პრემიერი - მოლდოვას სურს, სექტემბრის არჩევნებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყოს, რათა რუსეთის დეზინფორმაციას წინააღმდეგობა გაუწიოს

კრისტინა გერასიმოვა

მოლდოვას სურს, სექტემბრის არჩევნებამდე დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირის შესახებ რუსეთის დეზინფორმაციას, – ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კრისტინა გერასიმოვამ განაცხადა, იტყობინება „როიტერი“.

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა წევრი სახელმწიფოების, რომ უახლოეს მომავალში მოიძებნება გამოსავალი როგორც მოლდოვისთვის, ასევე უკრაინისთვის, რათა გაიხსნას მოლაპარაკების პირველი კლასტერი. მოლდოვისთვის დროის საკითხი გადამწყვეტია. 28 სექტემბერს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, სადაც დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, დიდ როლს თამაშობს და ამ დეზინფორმაციის უმეტესი ნაწილი ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა კრისტინა გერასიმოვამ.

მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გასული წლის ივნისში დაიწყეს, თუმცა არსებითი მოლაპარაკება ჯერ დაწყებული არ არის.

გაწევრიანების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს თემატურ სექციად, რომლებიც ცნობილია, როგორც კლასტერები და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ფუნდამენტური უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები.