გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შორეულ კუთხეში, მოულოდნელმა აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი გაგება გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ. კურილის კუნძულებზე, სიმუშირის მიტოვებული საბჭოთა ბაზის სატელიტურმა სურათების შესწავლის შემდეგ მკვლევრებმა ნაკლებად ცნობილი ზავარიცკის ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, 1831 წელს მომხდარი კლიმატური ცვლილებების მიზეზი გახდა.
ბრიტანელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ ზავარიცკის ვულკანმა გამოიწვია პლანეტაზე ტემპერატურის უეცარი ვარდნა თითქმის 1°C-ით. იმ დროს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა არანორმალური ატმოსფერული მოვლენები, უმოსავლობა და ცის უცნაურად, შავი ფერი. თუმცა ამ კლიმატური ცვლილების წყარო უცნობი რჩებოდა 190 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
„ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ეს ვულკანი იყო პასუხისმგებელი ამაზე“, - თქვა ვულკანოლოგმა უილიამ ჰაჩისონმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.