მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
მეორე ვადის განმავლობაში პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების მექანიზმს გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, პაკეტის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონ დოლარს შეადგენს.
„როიტერის“ ცნობით, დახმარების პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს როგორც „პატრიოტის“ ტიპის რაკეტებს, ასევე საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებსაც.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანამ რუსეთის მხრიდან განხორციელებული შეტევებისგან თავის დაცვა შეძლოს.