მედია: ღაზაში, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ, დაიღუპა 82 ადამიანი

ნკ

 ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებია. "ცაჰალი" ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 82 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

მედია, წერს, რომ 15 ადამიანი ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან დაიღუპა, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ.

 

 

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს, თუ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ისრაელის პირობებს დათანხმდება.