მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია 384 ადამიანი, ამოღებულია 1.4 ტონა ნარკოტიკი

იტალიის პოლიცია

იტალიის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 384 ადამიანი დააკავა და 1.4 ტონა ნარკოტიკი ამოიღო. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ოპერაცია, რამდენიმე პროვინციაში ჩატარდა, 312 შემოწმების შემდეგ სამ ქალაქში ხუთი კანაფის მაღაზია დაიხურა.

შემოწმების დროს, პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ამოიღეს 296 კგ კანაფის პროდუქტი, რომელიც პირველადი ტესტებით უკანონო ნარკოტიკებად იქნა მიჩნეული. იტალიამ ივნისში მიიღო უსაფრთხოების დადგენილება, რომელიც კრძალავს ე.წ. ლეგალურ კანაფს და კრძალავს კანაფით ვაჭრობას.