ლუარის რეგიონის პრეფექტურა: ქალაქ ნანტში მომიტინგეებმა დააზიანეს პრეფექტურის შენობა და პოლიციას სხვადასხვა საგანი და პიროტექნიკა ესროლეს - პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა

ლუარა

საფრანგეთის ქალაქ ნანტში პოლიციამ პირველი მაისის დემონსტრაციის დროს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მას შემდეგ, რაც დემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„მომიტინგეებმა დააზიანეს პრეფექტურის შენობა და პოლიციას სხვადასხვა საგანი და პიროტექნიკა ესროლეს. პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა“, - ნათქვამია ლუარის რეგიონის პრეფექტურის განცხადებაში.