ლონდონში უკრაინის მხარდასაჭერად, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დღეს შეხვედრა გაიმართება

დევიდ ლამი

ლონდონში უკრაინის მხარდასაჭერად, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დღეს შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და ევროკავშირიდან.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან დევიდ ლამის თქმით, „გამოწვევები რომლის წინაშეც ვართ, ეხება არამხოლოდ უკრაინის მომავალს, არამედ ის ეგზისტენციალურია ევროპისთვისაც“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებასაც.

აღსანიშნავია, რომ 19 მაისს ლონდონში ევროკავშირი-გაერთიანებული სამეფოს სამიტია დაგეგმილი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტსა და უმაღლეს ევროკომისარს უმასპინძლებს. მხარეები თავდაცვის ახალ შეთანხმებას გააფორმებენ.