„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ლაიფციგის სიახლოვეს გაქცეული ვეფხვი მამაკაცს დაესხა თავს. ამის შემდეგ ცხოველი პოლიციამ მოკლა. ინფორმაციას გერმანული მდია პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებული 73 წლის მამაკაცია, რომელიც ცხოველის მოვლაში მონაწილეობდა.
გამოცემის ცნობით, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედია წერს, რომ მოკლული ვეფხვის პატრონი სკანდალებით ცნობილი მწვრთნელი კარმენ ცანდერია, რომელიც „ვეფხვების დედოფლის“ ფსევდონიმითაც არის ცნობილი. მას სამრეწველო ზონაში, შეზღუდულ სივრცეში ათი ვეფხვი ჰყავს. 2022 წლიდან მას ცხოველების კომერციული ჩვენება აკრძალული აქვს. ხელისუფლება მწვრთნელს მიმართავს, ცხოველებისთვის ისეთი პირობები შექმნას, როგორიც ზოოპარკებშია, რადგან, მათივე ცნობით, არსებული ტერიტორია ამისთვის საკმარისი არ არის.