კრემლში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა 9 მაისთან დაკავშირებით მოსკოვში ჩასვლისთვის.

როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, ოფიციალური ვიზიტით კვლავ ეწვიოს ჩინეთს. თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მოხარულია გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობით.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.