კატარი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური

მაჯედ ალ-ანსარი

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ჰორმუზის სრუტის მოსაზღვრე არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეაფერხოს ნაოსნობა.

სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სრუტე თხევადი ბუნებრივი აირის ორმა ტანკერმა გადაკვეთა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს ნაოსნობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის ლიდერები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ, რათა თავიდან აიცილონ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის განახლება.

ამასთანავე, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ კატარი აგრძელებს მოლაპარაკებებს ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა იქვე დასძინა, რომ თეირანთან ურთიერთობები „პოზიტიურია“.

მიუხედავად ამისა, მან აღიარა, რომ ირანმა კატარზე თავდასხმა გადაწყვიტა, რამაც საფრთხე შეუქმნა მათ პარტნიორობას.