კალიფორნიელი დემოკრატი სენატორი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის პრესკონფერენციიდან უსაფრთხოების სამსახურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანა

კალიფორნიელი დემოკრატი

კალიფორნიელი დემოკრატი სენატორი ალექს პადილა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის პრესკონფერენციიდან უსაფრთხოების სამსახურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანა.

Reuters-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კანონმდებელი წააქციეს, დაადეს ხელბორკილები და ძალისმიერი მეთოდით დააკავეს.

ალექს პადილა პრეს კონფერენციაზე კრისტი ნოემისთვის შეკითხვის დასმას ცდილობდა. ცნობილია, რომ ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.