ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ემიგრაციაში მცხოვრები ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს თირკმლის პრობლემები აქვს, - ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
გამოცემის ცნობით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კადიროვმა წონაში მოიმატა და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩეჩნეთში ნევროლოგი ჩამოიყვანა, რადგან რუს ექიმებს არ ენდობა.
კადიროვის სამკურნალოდ გროზნოში აბუ დაბის ბურჯილის საავადმყოფოს თირკმლის განყოფილების მთავარი ექიმი ელ-შაჰატი უკვე ჩაფრინდა.
ჩეჩნეთის ლიდერი ახლა წამლებზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, კადიროვი 21 თებერვალს რუსეთის ფედერალურ ასამბლეაში ვლადიმერ პუტინის გამოსვლას ვერ დაესწრო.