თბილისში, სპორტის სასახლესთან, მდებარე „აგროჰაბში“ ხანძარია - რა ხდება ადგილზე
1754824514
„ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვაპირებ კენჭისყრას, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ ამის გამოცხადებისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მედიის ცნობით, ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად აპირებს კენჭისყრას.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ბაიდენის მეორე ვადით კენჭისყრისთვის საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.