„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ისრაელის ავიაციამ ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე განმეორებითი შეტევა განახორციელა.
ფორდოს ბირთვული ობიექტი ერთ-ერთია იმ ბირთვული ობიექტებიდან, რომელიც აშშ-ის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო და ბუნკერსაწინააღმდეგო ჭურვი გამოიყენეს.
პარალელურად, იბომბება თეირანში არსებული პოზიციებიც.
ფორდო მდებარეობს თეირანიდან სამხრეთით დაახლოებით 100 კილომეტრში, ყუმის პროვინციაში, მთიან რეგიონში. ეს არის მიწისქვეშა ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ორი ძირითადი გვირაბისგან შედგება. იქ ინახება ცენრიფუგები, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება. არსებული მონაცემებით, ფორდოს სადგური 100 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.
ცნობისთვის, 22 ივნისს აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა: „ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული კომპლექტი ჩამოგდებულია ძირითად ობიექტზე, ფორდოზე. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“