1749455584
ისრაელმა ღაზის სექტორში მიმავალი გემი დააკავა - მგზავრებს შორისაა გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანი

ისრაელმა ღაზის სექტორამდე გემი Madleen-ი შეაჩერა, რომელზეც გრეტა ტუნბერგი და სხვა აქტვისტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც გემზე მყოფი პირები, ასევე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გემი Madleen-ი ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიემართებოდა.
კვირას კოალიცია „თავისუფლების ფლოტილიამ“ „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „SOS, Madleen-ზე მყოფი მოხალისეები ისრაელის ძალებმა გაიტაცეს“.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ გემი ახლა უსაფრთხოდ მიიწევს ისრაელის სანაპიროებისკენ. მოსალოდნელია, რომ აქტივისტები შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში.
„ღაზის სექტორში დახმარების მისაწოდებლად არსებობს გზები, რომლებიც არ მოიცავს „ინსტაგრამის“ ე.წ. სელფებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
შეგახსენებთ, გაერო-ს ინფორმაციით, ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება. სამთვიანი ბლოკადის შემდეგ კი ისრაელმა შეზღუდულად, თუმცა მაინც განაცხადა თანხმობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე.