ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
ისრაელის თავდაცვის არმიის (“ცაჰალის“) ინფორმაციით, მათი შეიარაღებული ძალები ირანზე შეტევების მიტანას აგრძელებენ.
როგორც „ცაჰალის“ „ტელეგრამის“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისრაელის საჰაერო ძალები ირანში არსებულ სამიზნეებს ბომბავენ. ისრაელის თავდაცვის არმია „ტელეგრამში“ შესაბამის ვიდეო მასალასაც აქვეყნებს.
გარდა ამისა, როგორც „ცაჰალი“ იტყობინება, ისრაელის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. ზურგის სარდლობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.