1750699583
ირანის თავდასხმა აშშ-ის ბაზებზე: დონალდ ტრამპი ამჟამად თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამჟამად სიტუაციურ ოთახში იმყოფება თავდაცვის მდივანთან და შტაბების ხელმძღვანელებთან ერთად, - იუწყება Fox News.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ კატარში მდებარე „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე მძლავრი სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს თავდასხმა, IRGC-ის განცხადებით, ამერიკის მიერ ირანის „მშვიდობიან“ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია.