რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე
1750622653
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ და მნიშვნელოვან დისკუსიებს გამართავს. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს.
„ამჟამინდელ ახალ სახიფათო ვითარებაში, როდესაც მსოფლიო წესრიგი რეალურად საფრთხის ქვეშაა, რუსეთთან ჩვენს კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთთან პოზიციების კოორდინაციას“,- აღნიშნა არაღჩიმ მოსკოვში ვიზიტის დროს.
შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს, შეხვდეს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებს და მოლაპარაკებები გამართოს აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.