1698406900
ირანის არმია ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებს იწყებს

ირანის არმია მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებს იწყებს. შესაბამისი ბრძანება ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, მოჰამად ბაღერიმ გასცა.
ირანული მედიის თანახმად, სამხედრო სწავლება სახელწოდებით „უფლებამოსილების წვრთნები“, თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გაიმართება.
მოჰამად ბაღერის თქმით, წვრთნების მიზანია ირანის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნისა და შესაძლებლობების გაძლიერება.
ირანული მედია წერს, რომ წლევანდელი წვრთნები რეგულარული სამხედრო კალენდრის ცვლილებებით დაიგეგმა და რეგიონული საფრთხეებისა და მოწინააღმდეგის მოძრაობების რეაგირებაზე საპასუხოდ ტარდება.