იმისთვის, რომ ამ მსოფლიოში თავისუფალი იყო, შენი უნდა ეშინოდეთ, ამისთვის კი ძლევამოსილი უნდა იყო, ერი ძლიერი უნდა იყოს - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთში ბასტილიის დღეს აღნიშნავენ. ეროვნულ დღესასწაულზე ქვეყნის პრეზიდენტმა, თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმა წარადგინა. 2027 წლისთვის საფრანგეთი სამხედრო ხარჯებს ორჯერ გაზრდის.

მაკრონი აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხემ, ბირთვული იარაღის გავრცელებამ, ტერორიზმმა და კიბერშეტევებმა განაპირობა. მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის თავისუფლება ამხელა საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა.

"2027 წელს ჩვენი შეიარაღებისთვის 64 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რაც 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით ორჯერ მეტია. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბოლო თვეებში სწრაფად განვითარებული მოვლენები, ირანის დაბომბვა, სამხედრო მოქმედებები ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რომლებიც ინტენსივობით ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო; უკრაინისთვის ამერიკული დახმარების დაჩქარება და შეწყვეტა; ამავე კონტექსტში მოკავშირეებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი. ჩვენ ბირთვული ფენომენის დაბრუნებას და მსხვილი კონფლიქტების გაფართოებას ვაკვირდებით. იმისთვის, რომ ამ მსოფლიოში თავისუფალი იყო, შენი უნდა ეშინოდეთ, ამისთვის კი ძლევამოსილი უნდა იყო, ერი ძლიერი უნდა იყოს", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.