1781384192
„ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე იერიში მიიტანა
დაჯგუფება „ჰეზბოლა“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებს დაესხა თავს. დაჯგუფების ცნობით, მათ დრონებით ისრაელის ჯავშანმანქანასა და ჯარისკაცებზე მიიტანეს იერიში.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.











